გამოწვევები და პერსპექტივები სოფლის მეურნეობაში
4 აპრილი 2024 წელი
გამოწვევები და პერსპექტივები სოფლის მეურნეობაში
გურამ პაპუნიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა. მისი შრომები ეხება სხვადასხვა ტიპის ღვინის ტექნოლოგიების სრულყოფის საკითხებს, სუბტროპიკული ნაყოფის კომპლექსურ უნარჩენო და ნაკლებად ნარჩენიანი ტექნოლოგიების მეცნიერული საფუძვლების შექმნას, სუბტროპიკული ნაყოფის შენახვის უნარიანობის გაზრდის მეცნიერული საფუძვლების შემუშავებას მისი სამრეწველო და სასაქონლო გადამუშავების მიზნით. ბატონ გურამს გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 მონოგრაფია და 12 გამოგონება. ის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი მეცნიერ-კორდინატორია მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. არის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო დისერტაციების დაცვის საბჭოს წევრი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბის, ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრის ჟურნალის სარედაქციო კოლეგიების წევრი, ამავე ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი. გურამ პაპუნიძის სახელს უკავშირდება არაერთი დოქტორანტის მომზადება. გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ მეცნიერს დასავლეთ საქართველოში აგროკულტურის განვითარების საკითხებზე ესაუბრა.
სრულად