მეხუთე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში (EULEISC)

საზაფხულო სკოლის შესახებ

საზაფხულო სკოლის პერიოდი: 2017 წლის 4 - 12 სექტემბერი

მდებარეობა: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნინოშვილის ქ. №35, 6010, ბათუმი, საქართველო

განაცხადის შეტანის  ბოლო ვადაა: 2017 წლის 5 აგვისტო

სამუშაო ენა: ინგლისური

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) აწყობს მეხუთე ყოველწლიურ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას - ევროკავშირის სამართალი და ევროინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში (EULEISC).

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპის მცოდნეობის ბაკალავრებს და მაგისტრებს.

ეს საზაფხულო სკოლა უმასპინძლებს 25 სტუდენტს სხვადასხვა  ევროპული და  კავკასიის რეგიონის ქვეყანებიდან. საზაფხულო სკოლის მიმდინარეობისას  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის როლს  და სამართლებრივ პრობლემებს  აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკაში.

სალექციო კურსის თემატიკაა:

  • შესავალი ევროპულ ინტეგრაციაში;
  • ევროკავშირის სამართალის ფონდები;
  • ევროკავშირის საგარეო ურთიერთობები,  სამხრეთ კავკასიაზე ფოკუსირებით;
  • ევროკავშირის როლი კონფლიქტების მოგვარების საკითხში სამხრეთ კავკასიაში.

ტარიფები / განთავსება

მონაწილეობის საფასური: 140 ევროს ექვივალენტი ლარებში.

საფასური მოიცავს შემდეგ ხარჯებს:  სწავლა, დაბინავება, საუზმე, სადილი, ქალაქის ტურები, ექსკურსიები,  მუზეუმები.

adam.makharadze@bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა