დოქტორანტურა

ვიზიტი მონპელიეს უნივერსიტეტში

სურათი

ბსუ-ს სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი თამარ მაჭუტაძე პროგრამა ერასმუს+ის ფარგლებში საფრანგეთში, მონპელიეს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და დოქტორანტურის მართვის დეპარტამენტში იმყოფებოდა. ერთკვირიანი ვიზიტი მიზნად ისახავდა მონპელიეს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტისა და დოქტორანტურის მართვის სამსახურების გამოცდილების გაზიარებას. თამარ მაჭუტაძე პროგრამის ფარგლებში შეხვდა პრორექტორს სამეცნიერო მიმართულებით ჯაკ მეღსიეს, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსს ან ბანსელს და დეპარტამენტის სამსახურების წარმომადგენლებს. შეხვედრები გაიმართა ასევე სამართლის სადოქტორო სკოლის დირექტორთან, ბიოლოგიისა და ქიმიის სადოქტორო სკოლის დირექტორთან, ბიბლიოთეკის დირექტორთან და უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსთან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა