
განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, უნივერსიტეტის ლექტორებს, მკვლევრებსა და ხელოვანებს. სტუდენტებსა და დოქტორანტებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსების მოთხოვნაზე. უცხოელი აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე: www.scholarships.sk.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აპლიკანტებს (სტუდენტებსა და დოქტორანტებს), შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდნენ პროგრამის ადმინისტრატორს, სილვია ლიპოვსკას (ელ-ფოსტა: nsp-foreign2@saia.sk), ხოლო უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს - სტიპენდიათა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ონდრეი არადსკის (ელ-ფოსტა: nspforeign@saia.sk).
დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდებზე: www.scholarships.sk

უკან |