ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

პროფესორებს პაატა კერვალიშვილსა და ათანასიოს მამალისს ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭათ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ  პროფესორებს პაატა კერვალიშვილსა და ათანასიოს მამალისს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. პროფესორებმა პაატა კერვალიშვილმა და ათანასიოს მამალისმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდაში. ქართველი მკვლევარი 500-მდე სამეცნიერო სტატიის, წიგნის, გამოგონების, მოხსენების ავტორია, ხოლო  ბერძენ მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს  32 წიგნი და მონოგრაფია, 12 სახელმძღვანელო, 580 სტატია და 2 პატენტი. 

პროფესორი პაატა კერვალიშვილი არის საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მოწვეული პროფესორი, ვებსტერის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, 2009 წლიდან საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, 2010 წლიდან ევრო და ხმელთაშუაზღვის ხელოვნებისა და მეცნიერებების აკადემიის პრეზიდენტი, 1992 წლიდან საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და 2004 წლიდან ევროპის (ჰანოვერის) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის  წევრი.

მეცნიერი ხელმძღვანელობდა სამეცნიერო პროექტებს აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, ინგლისში, ყოფილ სსრკ-ში. პროფესორი პაატა კერცვალიშვილი მიწვეული იყო პროფესორად აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ინგლისის და საბერძნეთის  წამყვან უნივერსიტეტებში.  მისი ორგანიზებით ბსუ-ში  ჩატარდა საერთაშორისო კონფერენციები.
ათანასიოს მამალისი არის საბერძნეთის ეროვნული კვლევითი ცენტრის „დემოკრიტოსის“, „ნანოტექნოლოგიებისა და ინოვაციური ინჟინერიის საპროექტო ცენტრის (PC-NAE)“ სამეცნიერო ხელმძღვანელი; ემერიტუსი, ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის წარმოების ტექნოლოგიის ლაბორატორიის დამფუძნებელი, ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერისტეტის  მექანიკური და ელექტრული ინჟინერიის კურსდამთავრებული.

გამოქვეყნებული ნაშრომები მოიცავს მექანიკის, წარმოების ტექნოლოგიის, სიზუსტის/ულტრა-სიზუსტის ინჟინერიის, ნანოტექნოლოგიის, მაკრო, მიკრო და ნანო-მასშტაბის შავი და ფერადი ლითონების ტექნოლოგიის, ფხვნილის წარმოების და დამუშავების ტექნოლოგიების, ბიომექანიკის/ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ტრანსპორტის/ სტრუქტურული პლასტიკურობის/ავარიული უსაფრ¬თხოების, ენერგიის და გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების თეორიულ, ექსპერიმენტულ და პრაქტიკულ ასპექტებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა