
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა და მათემატიკის დეპარტამენტებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხე¬ლიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „კომპიუტერული მოდელირების მათემატიკური საფუძვლები“. პროფესორმა ჰამლეტ მელაძემ, ასისტენტ პროფესორმა ელზა ჯინჭარაძემ და დოქტორანტმა ზურაბ მესხიძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დარგის აქტუალური საკითხები გააცნეს.
პროფესორი ჰამლეტ მელაძე - ინფორმატიკა და მათემატიკა ფორმულების გარეშე
- თანამედროვე კომპიუტერული სისტემების მიმოხილვა;
- რა არის ინფორმატიკა და რა უნდა ვასწავლოთ? რა ტენდენციებია მსოფლიოში ინფორმატიკის სწავლების მიმართულებით? რა სჭირდება ქვეყანას?
- მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება;
- როგორ გამოიყენება მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების იდეები ეკონომიკაში, ეკოლოგიაში, სოციალურ მეცნიერებებში, მედიცინაში. დინამიური ქაოსი და სტრუქტურები (სინერგეტიკა);
- ინფორმატიკა და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- ოქროს კვეთა და ვეფხისტყაოსანი. ოქროს კვეთა და ჯვრის მონასტერი.
ასისტენტ პროფესორი ელზა ჯინჭარაძე - მომხმარებლის კიბერჰიგიენა
- ინსაიდერული საფრთხეები
- მავნე პროგრამული უზრუნველყოფების კლასიფიკაცია
- დაინფიცირების გზები და ნიშნები
- ფიშინგის ტექნოლოგია
- პაროლების უსაფრთხოების პრინციპები, ორმაგი აუთენტიფიკაცია
- კიბერსაფრთხეები მოგზაურობის დროს
- უკაბელო ინტერნეტის უსაფრთხოება
- როგორ დავიცვათ პირადი ინფორმაცია ინტერნეტში
- უსაფრთხო კომუნიკაციის მეთოდები
- საბანკო აქტივების დაცვის საშუალებები
- როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტ თაღლითებისგან და სხვა საფრთხეებისგან პრევენცია!
დოქტორანტი ზურაბ მესხიძე - ვირტუალური რეალობა
- ვირტუალური რეალობის მიმოხილვა
- დამატებითი რეალობის მიმოხილვა
- ვირტუალური და დამატებითი რეალობის გამოყენება საგანმანათლებლო სისტემაში
- ვირტუალური და დამატებითი რეალობის გამოყენება მედიცინაში
- ვირტუალური და დამატებითი რეალობის გამოყენება 3-განზომილებიან მოდელირებაში
- ვირტუალური და დამატებითი რეალობის გამოყენება ტურიზმში.
უკან |