28 აპრილი 2023 წელი
ბსუ-ში UNICEF-ის საგრანტო პროექტის „უნივერსიტეტის შესაძლებლობის გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტის კოორდინატორმა, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანძემ, ასოცირებულმა პროფესორებმა - ნანი მამულაძემ და ნატო შეროზიამ პროექტის შედეგები შეაჯამეს. პროფესორმა ლელა თავდგირიძემ და ლალი ჯაფარიძემ ბსუ-სა და მახინჯაურის სკოლის ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრების საქმინობაზე, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ხოლო ასიტენტ პროფესორებმა ნინო სამნიძემ და დიანა ახვლედიანმა წიგნის „ინოვაციური მეთოდების გამოყენება ადრეული განათლების კვლევაში, ტრადიციულის მიღმა“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.
დასკვნით ღონისძიებაზე პროექტის მონაწილე პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიებას პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წევრები, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, აჭარის ა.რ. ბაღების გაერთიანების თანამშრომლები და იუნისეფის პროექტის ბენეფიციარები - საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.