ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

მე-12 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის „სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში,  მე-12 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“. კონფერენცია გახსნეს და  მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ.

კონფერენცია მიზნად ისახავდა  ახალგაზრდა მკვლევრებში სამეცნიერო-პრაქტიკული უნარების განვითარებას, სკოლისა და უნივერსიტეტის აკადემიური კავშირების გაღრმავებას, საგანმანათლებლო სივრცეში არსებული აქტუალური საკითხების წარმოჩენასა და დისკუსიას.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო სტუდენტთა და მოსწავლეთა 350-მდე ერთობლივი მოხსენება.  კონფერენცია 25 სექციის მიმართულებით მუშაობდა და ერთიანებდა მრავალფეროვან მიმართულებებს, მათ შორის: განათლების, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების, უცხოური ენების, სპორტისა და ხელოვნების.

სტუდენტთა და მოსწავლეთა მე-12 სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა