ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ში ბავშვის უფლებების სეზონური სკოლა დასრულდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 18 სექტემბერს, წარმატებით დასრულდა სეზონური სკოლა „ბავშვის უფლებების სწავლების მეთოდოლოგია, მიდგომები და პრაქტიკა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში“. სეზონური სკოლა დაფინანსდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის  ფარგლებში, თანაორგანიზატორია UNICEF საქართველო და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.   

სეზონური სკოლის  მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში  აქტიურად იყვნენ ჩართული ინტერაქციულ და ონლაინ ლექცია-სემინარებში,  ვორქშოფებსა და  დისკუსიებში.

სესიებს უძღვებოდა:  პარიზის ნანტერის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანა რურკა და პარიზის ნანტერის უნივერსიტეტის პროფესორი განათლებისა და ტრენინგის სფეროში ჟილ სერაფინი, ვარშავის  უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ურსულა მარკოვსკა-მანისტა ბავშვთა უფლებების სპეციალისტი გერმანიის და ვარშავის უნივერსიტეტებში; გაეროს (UNICEF) ბავშვთა ფონდის განათლების ოფიცერი მარიანა ხუნძაყიშვილი,  ბავშვთა დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი თეონა კუჭავა, ბავშვთა დაცვის ოფიცრები: ნანა ჩაფიძე და ნონა ციხელაშვილი;  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი, რექტორის მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო დარგში გიორგი ქათამაძე; ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის “ბავშვის უფლებები” ხელმძღვანელები: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები:  ლელა თურმანიძე და  ნინო მოდებაძე.

სერტიფიკატი გაეცა სეზონური სკოლის 50 მონაწილეს: საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორ-მასწავლებლებსა და ბსუ-ს სტუდენტებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა