ECEC 2023

კონფერენციის შესახებ

მეორე საერთაშორისო კონფერენცია: ადრეული განათლება და ზრუნვა

8 – 9 ივნისი 2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით მართავს მეორე საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემაა „თამაში: ხარისხიანი ადრეული განათლებისა და ზრუნვის საფუძველი“.

კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე; უზრუნველყოს სფეროში მოღვაწე პროფესიონალების პროფესიული განვითარება და ფართო საზოგადოებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელთა ცნობიერების ამაღლება ადრეული განათლებისა და ზრუნვის მნიშვნელობაზე.

კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ადგილობრივი მთავრობისა და ადრეული განათლების სფეროს წარმომადგენლებს, ასევე პრაქტიკოსებს სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური.

კონფერენცია ჩატარდება 2023 წლის 8 და 9 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა