ვიწვევთ მონაწილეებს ადრეული განათლებისა და ზრუნვის საკითხებზე ზეპირი პრეზენტაციებისთვის თეორიული, ემპირიული ან პრაქტიკაზე დაფუძნებული თეზისების წარმოსადგენად შემდეგ თემატურ მიმართულებებზე:
- თამაშზე დაფუძნებული სწავლა
- თამაშზე დაფუძნებული სწავლებისთვის საჭირო პროფესიული კომპეტენციები და პროფესიული განვითარება
- ინკლუზიური პრაქტიკა და თამაში (თამაში კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების კონტექსტში, გენდერი და თამაში, თამაშის მხარდაჭერა ადრეული ასაკის სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის და სხვ.)
- ბავშვის განვითარება: დაკვირვება, დოკუმენტირება და შეფასება
- მშობლები, ოჯახები, თემი და საბავშვო ბაღი: მხარდაჭერა, თანამშრომლობა და გაძლიერება
თეზისი
კონფერენციის თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 თებერვალი, 18:00 (საქართველოს დროით).
კონფერენციის თეზისები უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემებს.
სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- თეზისის სათაური
- საკვანძო სიტყვები
- თეზისი (თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას)
თითოეულ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 2 თეზისი.
თეზისები, რომლებიც მიღებული იქნება კონფერენციაზე წარსადგენად, აღარ დაექვემდებარება ცვლილებას თეზისების წარდგენის ბოლო ვადების შემდგომ.
კონფერენციის სამეცნიერო კომისია განიხილავს და შეარჩევს კონფერენციაზე წარსადგენ თეზისებს და დაუკავშირდება მათ ავტორებს არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტის 18:00 საათამდე (საქართველოს დროით).
თეზისის წარმოსადგენად გადადით ბმულზე
პრეზენტაცია
კონფერენციისთვის შერჩეული თეზისების სრული პრეზენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 01 მაისი, 18:00 (საქართველოს დროით). პრეზენტაციები უნდა გაიგზავნოს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შემდეგ ელფოსტაზე: ecec2023@bsu.edu.ge
ელფოსტის სახელწოდებაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: „პრეზენტაცია - კონფერენცია: ადრეული განათლებისა და ზრუნვა“.
სტატია (არჩევითი)
კონფერენციისთვის შერჩეული თეზისების სრული მოხსენებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 01 მაისი, 18:00 (საქართველოს დროით). სრული მოხსენებები უნდა გაიგზავნოს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში შემდეგ ელფოსტაზე: ecec2023@bsu.edu.ge
ელფოსტის სახელწოდებაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: „მოხსენება - კონფერენცია: ადრეული განათლებისა და ზრუნვა“.
სტატიის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. წარმოდგენილი სტატიები დაიბეჭდება კონფერენციის კრებულში.
უკან |