2022 წლის 2 და 3 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში „ხარისხიანი ადრეული განათლება და ზრუნვა: გამოწვევები, მიდგომები, ახალი პერსპექტივები ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების ჭრილში“.
ECEC 2022 თემატური მიმართულებები
- COVID-19 პანდემიის გავლენა ადრეულ განათლებასა და ზრუნვაზე
- გამოწვევები, ინოვაციური და ალტერნატიული მიდგომები ადრეულ განათლებაში
- პროფესიული კომპეტენციები, ახალი კადრების მომზადება, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები
- ადრეული განათლების სფეროს მართვა, პოლიტიკა და დაფინანსება, რეგულაციები, სახელმწიფო სტანდარტები ადრეული განათლების სფეროში
- მშობელთა ჩართულობა და პოზიტიური მშობლობის მხარდაჭერა
- ინკლუზიური პრაქტიკა, ადრეული ინტერვენცია, მულტიდისციპლინური თანამშრომლობის შესაძლებლობები
- ბავშვის უფლებები ადრეულ განათლებაში
უკან |