მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა აგრეთვე კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად გამოაგზავნონ გაფართოებული აბსტრაქტები ქართულ და ინგლისურ ენებზე (აბსტრაქტების კრებული როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული დაეგზავნებათ ავტორებს კონფერენციის დღეს.
აბსტრაქტის გაფორმების წესი:
1. გვერდების მაქსიმალური რაოდენობა:
- აბსტრაქტის გვერდების მაქსიმალური რაოდენობა - 3 გვერდი, ფორმატი - A4, ქართულ ან ინგლისურ ენაზე; აუცილებელია, აბსტრაქტს დაერთოს 5-7 საკვანძო სიტყვა, ინფორმაცია ავტორის/ავტორთა შესახებ: სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა; - შრიფტი: ქართული აბსტრაქტისათვის „Sylfaen”, ინგლისური აბსტრაქტისათვის „Times New Roman’’, ზომა - 11, ინტერვალი - 1,0 - ზედა და ქვედა მინდორი - 2,5 სმ, მარცხენა მინდორი - 3 სმ, მარჯვენა მინდორი -1,5 სმ, - აბზაცი - 1,25 სმ, გრაფიკები, სქემები და ფოტო მასალა - MS Word
2. ტექსტის სტრუქტურა:
- ავტორის/ავტორების სახელი, გვარი;
- აკადემიური თანამდებობა, სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი;
- ქვეყანა, ქალაქი, სამუშაო ადგილი, ელ-ფოსტა;
- თემის სათაური;
- აბსტრაქტის ტექსტი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- საკვანძო სიტყვები ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- გამოყენებული ლიტერატურა .
აბსტრაქტის გაფორმების ინსტრუქცია: სახელი და გვარი სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა, ორგანიზაცია, ქვეყანა, ქალაქი, ელექტრონული ფოსტა, აბსტრაქტის სათაური ძირითადი ტექსტი.
გამოქვეყნების შესაძლებლობა
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომების სრული ვერსია შეიძლება გამოქვეყნდეს შემდეგ ჟურნალებში შესაბამისი მოთხოვნების დაცვით:
ჟურნალი “ინოვაციური ეკონომიკა და მართვა”.
გიორგი აბაშიძე, E-mail: editor@iem.ge
https://iem.ge/ojs/index.php/journal/home
უკან |