ბსუ-ს ქვენობნისა და ბუკნარის სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ
18 ნოემბერი 2024 წელი
ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვემობნისა და ბუკნარის სკოლის მოსწავლეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ბსუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა თამარ სირაძემ სტუმრებს საუნივერსიტეტო ცხოვრება, საგანმანთლებლო პროგრამები და სტუდენტური პროექტები გააცნო. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკა, სასამართლო საიმიტაციო დარბაზი, სადაც როლური თამაშების ფორმატში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაითამაშეს, ასევე ქიმიის ლაბორატორიაში სახალისო ცდებში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრისას სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.