ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
,,ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება“
ოქტომბერი 7-8
ბათუმი 2024
კონფერენციის ორგანიზატორი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი.
კონფერენციის მხარდამჭერი:
● აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
(ქვეპროგრამა - „უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ - „კონფერენცია“).
კონფერენციის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები:
- მცენარეთა მავნებელ - დაავადებები, თანამედროვე გამოწვევები და გადაჭრის გზები.
- მცენარეულ პათოგენთა პოპულაციურ-გენეტიკური კვლევები.
- მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა, კონსერვაცია და გონივრული გამოყენება.
- მცენარეთა ფარმაკოგნოსტური კვლევები.
- ჭარბტენიანი ჰაბიტატები - ფლორა, ფაუნა, ეკოსისტემური სერვისები, კონსერვაცია და გონივრული გამოყენება.
კონფერენციის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებების საკითხებია: მცენარეთა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებები და მავნებლები; ფიტოპათოგენთა კოლექციები; სასოფლო-სამეურნეო კულტურათა, მათ შორის, სტრატეგიული მარცვლოვანი კულტურების, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებების გამომწვევ პათოგენთა პოპულაციურ - გენეტიკური კვლევა; ველური ბუნების კონსერვაცია და გონივრული გამოყენება; ინვაზიური სახეობები; ეკოსისტემური სერვისები; მცენარეთა ფარმაკოგნოსტური კვლევები; აქვაკულტურა და იქთიოფაუნა; ზღვის ძუძუმწოვრები; აგრობიომრავალფეროვნება; კლიმატის ცვლილება.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული; ინგლისური.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო, საგანმანათლებლო, აკადემიური, სსიპ, ა(ა)იპ და სხვა შესაბამისი პროფილისა და დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგებიან ადგილობრივი ინსტიტუტების, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს და უცხოეთიდან მოწვეული მეცნიერები და დარგის სპეციალისტები. აქტიურად იქნებიან ჩართულნი ახალგაზრდა მეცნიერები.
კონფერენციის მონაწილეები გაეცნობიან ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავლფეროვნების ინსტიტუტის მრავალფეროვანი სახეობებით, ფორმებითა და ჯიშებით წარმოდგენილ სასოფლო- სამეურნეო კულტურების (ციტრუსების, კივის, თხილის, ფეიჰოას, ხეხილოვნების, კენკროვნების, ენდემური ვაზის) და სამკურნალო მცენარეების უნიკალურ კოლექციებს.
მოეწყობა მრგვალი მაგიდა, სადაც განხილული იქნება არსებული მიღწევები, მათი მნიშვნელობა და შემუშავდება ინტეგრირებული სამეცნიერო კვლევების სტრატეგია.
მოეწყობა გასვლითი ტური ბათუმის ბოტანიკურ ბაღში; ისპანი 2 იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანზე.
უკან |