ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ფესტივალში „მათემატიკური ჭიდილი“, რომელიც წარმოადგენს გუნდურ შეჯიბრებას სკოლებს შორის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნებისმიერ (საჯარო, კერძო) სკოლას. ამისათვის სკოლა წინასწარ აყალიბებს 5 მოსწავლისაგან შემდგარ გუნდს. რეგისტრაციისას სკოლამ უნდა წარმოადგინოს გუნდის (დასახელება, რაიონი, სკოლა), შემადგენლობის (მოსწალეების სახელი, გვარი და კლასი) და მწვრთნელის (პედაგოგის სახელი, გვარი) მონაცემები.
პ ი რ ვ ე ლ ი დ ღ ე
პირველი ეტაპი:
- „ცაიტნოტი“: 6 ამოცანა გუნდს. (დრო 10 წთ.)
- ინდივიდუალური ტესტები: (10 საკითხი) _ IX, X და XI კლასი (დრო 30წთ.)
მონაწილეები ავსებენ სწორი პასუხების ველს.
პირველი ორი ტურის შემდეგ საუკეთესო 16(ან უფრო ნაკლები) გუნდი აგრძელებს შეჯიბრს ნახევარფინალში და ჩაერთვება მეორე ტურნირში ე.წ. „სწრაფი მათემატიკა“, რომელიც იქნება ოლიმპიური სისტემით. სქემატურად ბრეინ-რინგისა და სწრაფი ჭადრაკის მიქსი. რეიტინგის მიხედვით შედგება საშეჯიბრო ბადე.
მეორე ეტაპი:
„მათემატიკური ჭიდილის“ ნახევარფინალისტები იბრძოლებენ ფინალში გასასვლელი 3 ადგილისთვის. შეჯიბრი ჩატარდება შემდეგი სტილით:
- 3 ამოცანის ტური (ამოხსნა ბარდება წერილობით, დრო 90 წთ).
თემა: ალგებრა, გეომეტრია, ალბათობა.
- ინდივიდუალური ტესტები (10 საკითხი, კლასი: IX, X და XI, დრო 30წთ).
კომისია გაასწორებს ნაწერებს. გამოვლინდება 3 ფინალისტი გუნდი. ფინალისტი სამეული მიიღებს შეტყობინებას.
მ ე ო რ ე დ ღ ე
საშეჯიბრო დღე დაიწყება ქვეტურნირით: „სწრაფი მათემატიკა“:
წინასწარდაწყვილებული გუნდები ოლიმპიური სისტემით შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ბილეთი შედგება 12 საკითხისაგან, დრო - 5 წთ. იმარჯვებს მეტი ქულის მომპოვებელი გუნდი. ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები ცხადდება მესამე ადგილოსნებად.
შესვენების შემდეგ დაიწყება:
ფესტივალ „მათემატიკური ჭიდილის“ ფ ი ნ ა ლ ი
- მათემატიკური „ჯეპარდი“ (ზეპირი შეკითხვები).
- „ცაიტნოტი“ (6 ამოცანა, დრო 10 წუთი).
- გაცვლითი ამოცანა (გუნდების მიერ შედგენილი, დრო 40 - წუთი, ნამუშევრის პრეზენტაცია 20 წთ). გაცვლით ამოცანას ამზადებს მონაწილე გუნდი!
დაჯამდება შედეგები და გამოცხადდება გამარჯვებული. დაჯილდოება.
| უკან |
