VI სამეცნიერო კონფერენცია „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“
25 მაისი 2018 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის „სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი VI სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“. სესიის მიზანია უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობა, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა. სესიაში სტუდენტებთან ერთად, აჭარის საჯარო და კერძო სკოლების 200-მდე მოსწავლე მონაწილეობს. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.