
ვირტუალური მოგზაურობები
პროექტის ნომერი: 101193593
პროექტის სახელწოდება: უნივერსალური კომპეტენციების შეძენა ვირტუალური მოგზაურობების გზით
პროექტის აკრონიმი: Virtual Voyages
დამფინანსებელი ორგანო: ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო
პროექტის დაწყების თარიღი: 1 თებერვალი, 2025
პროექტის დასრულების თარიღი: 31 იანვარი, 2028
პროექტის ხანგრძლივობა: 36 თვე
საერთო ბიუჯეტი: 395 675.00 ევრო
პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის მიზანია სტუდენტებისთვის ვირტუალური გაცვლების შესაძლებლობების შექმნა კარიერული გადაწყვეტილებების მიღებისა და დაგეგმვის, „სწავლა-სწავლების“ კომპეტენციისა და რბილი უნარების (SOFT SKILLS) განვითარების თემებზე. პროექტი ეფუძნება უკვე არსებულ ელექტრონულ სასწავლო პლატფორმას – thevoyage.eu-ს, რომელიც განახლდება და მორგებული იქნება სტუდენტების თანამედროვე საჭიროებებზე.
პროექტი ისახავს მიზნად ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობას რუმინეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან ჩართული 2100 სტუდენტს შორის. მათ ექნებათ შესაძლებლობა ვირტუალურად ითანამშრომლონ და იდეები გაცვალონ, პარალელურად კი განივითარონ აღნიშნულ სფეროებში არსებული კომპეტენციები და უნარები.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონული აქტივობები. სტუდენტები გამოიყენებენ ელექტრონულ სასწავლო პლატფორმას, რომელიც მათ საკუთარი ტემპით სწავლის შესაძლებლობას მისცემს. უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი, ახალგაზრდული მუშაკები და ტრენერები მიიღებენ მხარდაჭერას ციფრული წიგნიერების, „სწავლა-სწავლების“ კომპეტენციისა და რბილი უნარების (SOFT SKILLS) განვითარების, ასევე ახალი ელექტრონული სასწავლო ინსტრუმენტების პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენების მიმართულებით.
კონსორციუმი:
- არადის აურელ ვლაიკუს უნივერსიტეტი – რუმინეთი (კოორდინატორი)
- ასოციაცია „მილენიუმ ცენტრი“ – რუმინეთი
- PREDICT CSD Consulting SRL – რუმინეთი
- იულ-ის ტელემატიკური უნივერსიტეტი – იტალია
- ფირათის უნივერსიტეტი – თურქეთი
- მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი – მოლდოვა
- კავკასიის უნივერსიტეტი – საქართველო
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო
- „იური კონდრატიუკის სახელობის პოლტავის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი“ – უკრაინა
- გავარის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სომხეთი
| უკან |
