
2026 წლის 27 აგვისტოს გაიმართა „Acquiring Transversal Competences through Virtual Voyages“ პროექტის პარტნიორთა ონლაინ სამუშაო შეხვედრა. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისა და სხვა სამიზნე ჯგუფების ტრანსვერსული კომპეტენციების განვითარებას ვირტუალური გაცვლებისა და ინტერაქტიული საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით.
შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის მიმდინარე პროგრესი, სტუდენტებისა და ფასილიტატორების რეგისტრაცია, ფასილიტატორთა ტრენინგის დაგეგმვა, მომავალი ვირტუალური გაცვლის ეტაპები და სხვა აქტივობები. შეხვედრის შედეგად პარტნიორებმა შეაჯერეს შემდგომი ნაბიჯები, ვადები და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო პრიორიტეტები.
| უკან |
