
2025 წლის 29 აპრილს, პროექტის „Acquiring Transversal Competences through Virtual Voyages“ (პროექტის № 101193593) ფარგლებში, WP1 – პროექტის მართვა და კოორდინაცია სამუშაო პაკეტის ფარგლებში, პარტნიორთა პირველი ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პარტნიორი ორგანიზაციებისა და მონაწილეების გაცნობა, პროექტის კონცეფციისა და მიზნების წარდგენა და დაგეგმილი საქმიანობების განხილვა. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ადმინისტრაციული და ფინანსური მართვის საკითხები, პროექტის საერთო გეგმა, ვადები და მომავალი აქტივობები.
შეხვედრა დასრულდა კითხვა-პასუხის სესიით, რომლის ფარგლებშიც პარტნიორებმა დააზუსტეს საკითხები, შეაჯერეს მოლოდინები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.
| უკან |


