
პროექტ VirtualVoyages-ის ფარგლებში ფასილიტატორთა ტრენინგი დაიწყო. ტრენინგი ითვალისწინებს პროექტის პარტნიორ ორგანიზაციების წარმომადგენლების გადამზადებას სასწავლო კურსის ორ მოდულში: სწავლა-სწავლება და კარიერული განვითარება. კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ ფასილიტაცია გაუწიონ პროექტის მონაწილე სტუდენტთა ჯგუფს საქართველოდან, რუმინეთიდან, თურქეთის რესპუბლიკიდან, სომხეთიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან.
სასწავლო კურსი მოიცავს ყოველკვირეულ ონლაინ შეხვედრებს 2026 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში.
| უკან |

