ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრის ახალი გამოცემები
8 თებერვალი 2023 წელი
ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრის ახალი გამოცემები
2022 წელი ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრმა მნიშვნელოვანი მონოგრაფიებით დაასრულა. დაისტამბა რამდენიმე საყურადღებო მონოგრაფია, რომლებიც ავსებს ცოდნას ისტორიული სამხრეთ საქართველოს შესახებ. მკითხველმა მიიღო მამია ფაღავას, მერი ცინცაძის, მაია ბარამიძის მონოგრაფია „ქართული ენის შავშური დიალექტი“, თინა შიოშვილის მონოგრაფია - „ტაოური ფოლკლორი“, ზაზა შაშიკაძისა და მირიან მახარაძის მონოგრაფია - „იუსუფელის რაიონი (კაშხალთმშენებლობა, სოფლები და ძეგლები)“ და ზაზა შაშიკაძის, მირიან მახარაძისა და ალკაზარ კაშიას მონოგრაფია - „თურქეთის არქივებში დაცული დოკუმენტები საქართველოს შესახებ“.
სრულად