ღია კარის დღეები - 2015
13 მარტი 2015 წელი
ბათუმში, ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურში, ქობულეთში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში და ფოთში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღეები გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა კერძო და საჯარო სკოლების აბიტურიენტებისათვის უნივერსიტეტის წარდგინება გამართეს. მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტში სწავლების პირობები, სერვისები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სტუდენტური ცხოვრება და პრიორიტეტები გააცნეს. მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ბუკლეტები, საჩუქრები გადასცეს და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს. ღია კარის დღეები პროექტ ,,უნივერსიტეტი ფართო საზოგადოებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა.