საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „კორპუსლინგვისტიკა და ქართველოლოგიის სპეციალური პრობლემები“
„დიგიტალური ჰუმანიტარიის“ საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „კორპუსლინგვისტიკა და ქართველოლოგიის სპეციალური პრობლემები“ გაიხსნა შოთა რუსთაველის დარბაზში. საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ორგანიზებით მესამედ ტარდება. პროექტის ასამდე ქართველი და უცხოელი მონაწილე ათი დღის განმავლობაში ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნაზე იმუშავებს. საზაფხულო სკოლის ფარგლებში შეიქმნება დიგიტალური ჰუმანიტარიის პლატფორმა. ევროპელი და ქართველი მეცნიერები შეხვდებიან კვლევის ინოვატორული მეთოდებით დაინტერესებულ ქართველ ჰუმანიტართა ახალ თაობას. სკოლის მონაწილეებისათვის ბსუ-ს საპატიო დოქტორის, პროფესორ იოსტ გიპერტის ინიციატივით ცნობილი ევროპელი მეცნიერები საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ ვორკშოპს გამართავენ.