უნივერსიტეტის ღია კარის დღე ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ღია კარის დღე გამართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ ახალგაზრდებს სწავლების პირობები, საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები და სიახლეები გააცნო. აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბსუ-ს პროფესორმა გიორგი მასალკინმა და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ერმაკოვმა აბიტურიენტებს უნივერსიტეტი წარუდგინეს და წარმატებები უსურვეს. 2014-2015 სასწავლო წელს ბსუ-ში 1220 პირველკურსელი ჩაირიცხება. 40-მდე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამიდან რამდენიმე სრული სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდება. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო გაცვლითი პროექტებისა და პროგრამების მიხედვით - Tempus, Erasmus mundus, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილზეა