უნივერსიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ამირან მამალაძის მემორიალური დაფა გაიხსნა
27 სექტემბერი 2013 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის, V ქვეითი ბრიგადის კაპრალ ამირან მამალაძის მემორიალური დაფა გაიხსნა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურმა საბჭომ აგვისტოს ომში დაღუპული გმირის უკვდავსაყოფად უნივერსიტეტის მცირე სპორტულ დარბაზს სტუდენტ ამირან მამალაძის სახელი მიანიჭა. ახალგაზრდა მებრძოლი ერთადერთი სტუდენტი იყო აჭარის რეგიონიდან, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. იგი საცეცხლე ზონაში დაჭრილი თანამებრძოლებისა და მეთაურის გამოსაყვანად დაბრუნდა და გმირულად დაეცა. მემორიალური დაფა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და დაღუპული გმირის მამამ, გურამ მამალაძემ გახსნეს