წიგნის ,,ტურიზმი: საფუძვლები, პრაქტიკა, თეორია“ წარდგინება გაიმართა
შოთა რუსთაველის დარბაზში ამერიკელი ავტორების ბრენტ რითჩისა და ჩარლზ გელდნერის ,,ტურიზმი: საფუძვლები, პრაქტიკა, თეორია“ პოპულარული სახელმძღავნელოს ქართულენოვანი გამოცემის წარდგინება გაიმართა. წიგნი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწმიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტმა თარგმნისა და გამოცემის ექსკლუზიური უფლების საფუძველზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გამოსცა. სახელმძღვანელოს მეთორმეტე გამოცემა ტურიზმის ძირითად ცნებებსა და შესაძლებლობებს იკვლევს, მიუთითებს, როგორ შეიძლება იქცეს ტურიზმი ნებისმიერი ერის მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ფაქტორად. ყურადღება ეთმობა ტურიზმის გლობალურ ზეგავლენას როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ სფეროზე. წიგნი რეკომენდებულია ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის, ტურიზმის ინდუსტრიის კომპანიების მფლობელებისა და მენეჯერებისათვის, აგრეთვე ტურიზმით დაინტერესებული მკითხველისათვის