პროფესორ გურამ ჩაგანავას 70 წლის იუბილე აღინიშნა
ცნობილი მეცნიერის, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ღვაწლმოსილი პროფესორის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის გურამ ჩაგანავას 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა. მკვლევრის ცხოვრებაზე, სამეცნიერო და პედაგოგიურ მიღწევებზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მიხეილ მახარაძემ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა ადამ მახარაძემ, პროფესორებმა ნოდარ ბარამიძემ, ილია კეჭაყმაძემ, ნოდარ კახიძემ, კოლეგებმა, სტუდენტებმა და მეგობრებმა ისაუბრეს. გურამ ჩაგანავა ავტორია ასზე მეტი სტატისა და ოთხი მონოგრაფიისა, მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ფსიქოლოგიური სკოლის განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.