სტუდენტთა დახმარების პროგრამა
16 იანვარი 2020 წელი
სტუდენტთა დახმარების პროგრამა
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, პირველი კურსის სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების იმ სტუდენტებს, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება კონკურსით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას. დაინტერესებულმა პირებმა განცხადება და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ სამინისტროში 2020 წლის 3 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით.
სრულად