ბსუ-ს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი ეწვია. ელჩი ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ხალვაშთან ერთად, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობაზე და გაერთიანებული სამეფოს პრიორიტეტებზე ისაუბრა. სტუდენტებს ელჩმა ჩივნინგის სტიპენდიის შესახებ გაუზიარა ინფორმაცია, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისთვის ბრიტანეთში განათლების მიღების შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ისეთი საკითხების მიმართ როგორიცაა: კლიმატის ცვლილებები, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და სხვა აქტუალური თემები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა