ბსუ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში APAIE 2025 მონაწილეობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „Education In Georgia“ ფარგლებში, სამდღიან საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში APAIE 2025 მონაწილეობს, რომელიც ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში იმართება.

მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას  ბსუ-ს რექტორი, ტიტე აროშიძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მერაბ დიასამიძე ესწრებიან. გამოფენაზე მოწყობილ ბსუ-ს სტენდთან დამთვალიერებლებს  შესაძლებლობა აქვთ დეტალურად  გაეცნონ უნივერსიტეტის 90-წლიან ისტორიას, საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტურ სერვისებს, პროექტებსა და გაცვლით პროგრამებს.

გამოფენის ფარგლებში, ბსუ-ს წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების მიზნით, საქმიან და საინტერესო შეხვედრებს მართავენ როგორც ბსუ-ს ძველ პარტნიორებთან,  ასევე  განათლების სფეროში არსებულ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლებმაც მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. დაიგეგმა მემორანდუმების გაფორმება გაცვლითი პროგრამების განხორციელების მიზნით და  საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა.

APAIE ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა საერთაშორისო განათლების სფეროში, რომელიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს, კვლევით ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს. გამოფენას აზიისა და წყნარი ოკეანის საერთაშორისო განათლების ასოციაცია უწევს ორგანიზებას და მისი მიზანია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის საგანმანათლებლო სისტემებისა და ინსტიტუციების საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების ხელშეწყობა. წელს გამოფენაში 70-მდე ქვეყანა მონაწილეობს.

ბსუ-სთვის  ინტერნაციონალიზაცია სტრატეგიული მიმართულებაა. უნივერისტეტი აქტიურად აფართოებს საერთაშორისო თანამშრომლობას, ავითარებს გაცვლით პროგრამებს და  ხელს უწყობს როგორც  აკადემიურ მობილობას, ისე  საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვას. APAIE 2025-ში მონაწილეობაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა

Loading...