“არქიტექტურა და ბუნებრივი ფაქტორები”

სურათიზღვისპირა ქალაქების განვითარების სპეციფიკას, ნაპირდაცვის პრობლემებს, ისტორიული უბნების აღდგენისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებს ეძღვნება შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული საერთაშორისო არქიტექტორული საზაფხულო სკოლა “არქიტექტურა და ბუნებრივი ფაქტორები”. ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები 10 დღის განმავლობაში თანამედროვე არქიტექტურის განათლებისა და ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელოვან სიახლეებს შეისწავლიან. საზაფხულო სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული არქიტექტორული განათლების დონის ამაღლებას, სასწავლო პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, უმაღლეს სასწავლებლებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

საერთაშორისო არქიტექტორული საზაფხულო სკოლა “არქიტექტურა და ბუნებრივი ფაქტორები” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქ. ბათუმის მერიის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, თბილისის ილიას უნივერსიტეტის, ასოციაცია „ინჟინრული აზრის“, ქ. თბილისის ა. ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და შპს დარჩიაშვილის ბიო-მარანის მხარდაჭერით იმართება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა