1 ნოემბერი 2011 წელი

შოთა რუსთაველის დარბაზში პროფესორების იური ბიბილეიშვილისა და ლელა თავდგირიძის წიგნის „სტუდენტთა საუნივერსიტეტო სწავლებისა და აღზრდის საკითხები“ წარდგინება გაიმართა. დამხმარე სახელმძღვანელო საუნივერსიტეტო სწავლების, აღზრდისა და განათლების საკითხებს ეძღვნება. მასში აღწერილია სტუდენტთა სწავლებისა და აღზრდის ტრადიციული, თანამდეროვე მეთოდები, ტექნოლოგიები და ინოვაციები. სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას. ერთობლივი ნაშრომი განკუთვნილია დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.