საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ეკოტური მდინარე აჭარისწყლის ხეობაში და ვიზიტი ბოტანიკურ ბაღში

სურათი

დედამიწის საერთაშორისო დღე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნეს. ეკოლოგიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებმა მდინარე აჭარისწყლის ხეობაში ეკოტურის მოწყვეს. ღონისძიების მიზანი იყო ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მდინარე აჭარისწყლის ხეობის ეკოსისტემების გაცნობა, კასკადური ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული სამშენებლო და საექსპლუატაციო საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედების შესწავლა, ბიომრავალფეროვნების მოსალოდნელი საფრთხეების პროგნოზირება. სტუდენტებმა სოფელ მირვეთში მოინახულეს „ბზის სიდამწვრის“ სახელით ცნობილი სოკოვანი დაავადებით განადგურებული ბზის ხეივანი. ეკოტური მდინარე აჭარისწყლის ხეობაში  BSU Eco Club-ის ეგიდით ჩატარდა. 

ბიოლოგიის პირველი კურსის სტუდენტები იმყოფებოდნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების ფლორისტულ განყოფილებაში. გაიმართა ლექცია-ექსკურსია-ადგილობრივი ველური ფლორის პოპულარიზაციის და ex situ კონსერვაციის მიზნით. ასევე იშვიათ მცენარეთა ნაკვეთზე დაირგო საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, პონტოს მუხის (Quercus pontica) ნერგები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა