ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტომატოლოგიური სპეციალობა შეიქმნა 1998 წელს. 2004 წელს დაარსდა სტომატოლოგიის კათედრა, რომელიც 2006 წლიდან გარდაიქმნა დეპარტამენტად.
2004 წლიდან 2011 წლამდე სტომატოლოგიური დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა პროფესორი ვ. ჩანტლაძე. 2011 წლიდან სტომატოლოგიურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი მ. ბაქრაძე. დეპარტამენტში 5 აკადემიური პერსონალია - 1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტი, 1 თსსუ-დან მოწვეული ასოცირებული პროფესორი , 21 მოწვეული მასწავლებელი (კლინიცისტი), მათ შორის 2 დოქტორის ხარისხით და 2 დოქტორანტი.
სტომატოლოგიის საბაკალავრო პროგრამის გარდა დეპარტამენტი 2009 წლიდან ახორციელებს რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) თერაპიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამებს. 2016 წლიდან დაემატა სუბსპეციალობის ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“ და სპეციალიზაციის ‘’ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია“ - პროგრამები.
2017 წელს გაიხსნა საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა - ,,ბსუ დენტი“. კლინიკაში განთავსებულია ორთოპედიისა და ოდონტოლოგიის საფანტო კაბინეტები, რომლებიც აღჭურვილია პორტატული ბორმანქანებით, ფანტომებით, მულაჟებით, აუდიო-ვიდეო მონიტორებითა და კომპიუტერული ტექნიკით, რაც ხელს უწყობს სტუდენტთა მოტივაციის გაზრდასა და საწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. კლინიკაში ასევე მოეწყო და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა თერაპიის, ორთოპედიის, რადიოვიზიოგრაფიისა და დეკონტამინაციის კაბინეტები, სადაც კლინიკურ სწავლებასთან ერთად ხორციელდება პაციენტთა მიღება.
დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის მიერ გამოცემულია 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და 4 სახელმძღვანელო.
უკან |