საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს პროფესორი დომინიკ ვრობელი ეწვია

სურათი

6-10 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს „ერაზმუს+-ის“ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კროსნოს უმაღლესი კოლეჯის (პოლონეთი) პრორექტორი, პროფესორი დომინიკ ვრობელი ეწვია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს შეხვდა. პროფესორმა დომინიკ ვრობელმა ასევე ერთკვირიანი ლექციების ციკლი წაიკითხა ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისა და ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებისათვის პოლონეთის მცენარეთა მრავალფეროვნების, იშვიათი და ქრობადი სახეობების კონსერვაციისა და „ნატურა 2000“  ქსელის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში პოლონელი ბოტანიკოსი ბათუმის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციებს, თესლების ბანკსა და ჰერბარიუმის ფონდს გაეცნო. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა