ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამებზე: სარეზიდენტო პროგრამა - ,,თერაპიული სტომატოლოგია“, პროგრამის ხანგრძლივობა (11 თვე); სარეზიდენტო პროგრამა - ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“, პროგრამის ხანგრძლივობა (15 თვე); მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამა ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“, პროგრამის ხანგრძლივობა (6 თვე); სპეციალიზაციის პროგრამა ,, „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“ (3 თვე).
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. სარეზიდენტო პროგრამა - ,,თერაპიული სტომატოლოგია“
2. სარეზიდენტო პროგრამა - ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);
გ) მაძიებლის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
3. მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამა ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) თერაპიულ სტომატოლოგიაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანხმობა გადამზადების კურსის (6 თვე ) გავლის თაობაზე სპეციალობაში ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“;
ე) ავტობიოგრაფია (cv);
ვ) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
4. სპეციალიზაციის პროგრამა - „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) თერაპიულ სტომატოლოგიაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიაში, 2020 წლის 27 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
უკან |