საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით  დაუნის სინდრომის  საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა. გენეტიკის სპეციალობის I კურსის მაგისტრანტებმა ისაუბრეს დაუნის სინდრომის გამომწვევ მექანიზმებზე, ადრეული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გზებზე, ასვე  დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დაუნის სინდრომის მქონე წარმატებული ადამიანები. ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას. 21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა