მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღე ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა ონლაინ ვორქშოპით აღნიშნეს. ასისტენტ პროფესორმა ხათუნა ჭიჭილეიშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ მგელაძემ სტუდენტებს გააცნეს მეტეოროლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული მნიშვნელობა და დარგის თანამედროვე მიმართულებები მიმოიხილეს. კურსდამთავრებულმა კობა ფარტენაძემ ისაუბრა ამინდის პროგნოზირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
უკან |