ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და კურსდამთავრებულებმა ონლაინ სემინარი მიუძღვნეს თემაზე: „აჭარის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება“. მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების უფროსმა სპეციალისტმა თორნიკე ტაბატაძემ სემინარის მონაწილეებს მტირალას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება გააცნო, კინტრიშის დაცული ტერიტორიის ბუნებრივი რესურსების უფროსმა სპეციალისტმა გიორგი ნემსაძემ კინტრიშის დაცული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნება, ხოლო მაჭახელას დაცული ტერიტორიის ბუნებრივი რესურსების უფროსმა სპეციალისტმა მარადი იაკობაძემ - მაჭახელას ტერიტორიის ბიომრავალფეროვნება.
2000 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების დაცვას და საზოგადოების ინფორმირებულობას ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ.
უკან |