საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

გამოცხადდა მიღება სტომატოლოგიის მიმართულების დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების გადამზადების პროგრამებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამებზე: მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამა ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“ (პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვე) და სპეციალიზაციის პროგრამა „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“ (პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვე).                                                       

1. მომიჯნავე სპეციალობაში გადამზადების პროგრამა ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) თერაპიულ სტომატოლოგიაში  დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის  დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული  საქმიანობის  რეგულირების სააგენტოს   თანხმობა გადამზადების კურსის (6 თვე ) გავლის თაობაზე სპეციალობაში ,,ორთოპედიული სტომატოლოგია“;
ე) ავტობიოგრაფია (cv);
ვ) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

2. სპეციალიზაციის პროგრამა - „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) თერაპიულ სტომატოლოგიაში  დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის  დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიაში 2021 წლის 22 ივნისიდან    25 ივნისის ჩათვლით, 10 საათიდან 17 საათამდე.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა