საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგია-ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ახალგაზრდების ასოცირებულ პროფესორ ლალი ჟღენტის ხელმძღვანელობით ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის სამეცნიერო კვლევით ცენტრს ეწვივნენ. სტუდენტები გაეცნენ ბუნების განყოფილებაში აჭარის ფაუნას, ცხოველთა ექსპონატებს, ფრინველების, თევზების, ძუძუმწოვრების სისტემატიკურ ჯგუფებს და ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმში არსებულ თევზთა სახეობებს. ასევე დააკვირდნენ კორელაციას თევზების აგებულებასა და საცხოვრებელ გარემოს შორის. გაამახვილეს ყურადღება იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ სახეობებზე, პელაგიასა და ფსკერულ ფორმებზე, სხვადასხვა უხერხმლო ცხოველებზე, რომლების არიან ფილტრატორები დაბინძურების პროცესში.
უკან |