ბსუ-ს ეკოლოგიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებმა ხის დარგვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების აჭარის სამმართველოსა და აჭარის სატყეო სააგენტოს ორგანიზებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თიკერში მცენარეთა დარგვის აქცია გაიმართა. სტუდენტებმა ველზე მოისმინეს ლექცია ნერგის დარგვის, მოვლისა და მნიშვნელობის შესახებ და დარგეს 100 ძირი წიწვოვანი მცენარე.
ხეების დარგვის აქციით უნივერსიტეტი ეხმაურება გარემოს მდგრადი განვითარების მე-15-ე მიზანს, რაც ითვალისწინებს დედამიწის ეკოსისტემების დაცვას, აღდგენასა და მდგრად გამოყენებას, ტყეების გონივრულ მართვას, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერებასა და აღდგენა-გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წლიდან აღინიშნება. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგ მორტონია. ხეების დარგვის პირველი დღე ჩატარდა ამერიკაში, ნებრასკა სითიში.
უკან |