საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

აჭყვის, ჩაქვისა და გორგაძეების საჯარო სკოლებში სადემონსტრაციო ცდები ჩატარდა ქიმიაში

სურათი

6-10 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტებმა - ხატია ზოსიძემ, ლაურა ქორჩილავამ, მარიკა ბერიძემ, ხათუნა გორგაძემ, ასოცირებული პროფესორის-ნინო კიკნაძის და ასისტენტ პროფესორის-გულთამზე თავდგირიძის  ხელმძღვანელობით  აჭყვის და ჩაქვის საჯარო სკოლებში სადემონსტრაციო ცდები ჩაატარეს ქიმიაში. ცდების მიმდინარეობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეები. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქიმიის სპეციალობის პოპულარიზაციას.

13 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლაში სადემონსტრაციო ცდები ჩაატარეს ქიმიაში ბსუ–ს ქიმიის სპეციალობის სპეციალობის IV კურსის სტუდენტებმა: ხატია ზოსიძემ, მარიკა ბერიძემ, ხათუნა გორგაძემ, თამუნა ბოლქვაძემ, ქიმიის დეპარტამენტის პროფესორების – ნინო კიკნაძის და გულთამზე თავდგირიძის მონაწილეობით. ცდების მსვლელობაში აქტიურად ჩაერთნენ VII-XII კლასების მოსწავლეები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა