საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-მ პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ განხორციელების უფლება მოიპოვა

სურათი

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელმა საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროფესიული გადამზადების პროგრამის „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება" განხორციელების უფლება მიანიჭა. პროგრამის განხორციელების მიზანია ლაბორატორიული მომსახურების დარგის ახალგაზრდა პროფესიონალთა კომპეტენციების გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში უწყვეტი პროფესიული განათლების განვითარების გზით. პროფესიული გადამზადების პროგრამა ,,ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ განხორციელდება ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბაზაზე.

პროგრამის ძირითადი ამოცანაა, გადაამზადოს ლაბორატორიული სფეროს სპეციალისტები ადამიანისა და გარემოს უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვის მიმართულებით კომპეტენციებისა და ცოდნის გაძლიერების გზით ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. უშუალოდ გადამზადდება ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკით დაინტერესებული და ლაბორატორიულ საქმიანობაში ჩართული პირები.

პროგრამა შედგენილია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში" ფარგლებში. პროგრამა შემუშავდა პროექტის საერთოშორისო კონსორციუმის მიერ ქართველი და უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით, მათ შორის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაციის, ტერამოს უნივერსიტეტის ბიომეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და მილანის უნივერსიტეტის, კლინიკური მიკრობიოლოგიის  და ვირუსულოგიის ლაბორატორიის (იტალია) აქტიური თანამაშრომლობით.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა