საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტების ვიზიტი ართვინის უნივერსიტეტში

სურათი

11-12 ივნისს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიისა და ბიოლოგიის სპეციალობების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, პრორექტორ აიდინ თუფექჩიოღლუს, აკადემიურ პერსონალს და შავშეთის სატყეო სამმართველოს ხელმძღვანელობს. ახალგაზრდებს პროფესორმა თემელ გოქთურქმა ჩაუტარა პრაქტიკული მეცადინეობა მცენარეთა მავნებელ-დაავადებებზე.

სტუდენტებმა დაათვალიერეს ართვინის სატყეო ბიოლოგიური ლაბორატორია, ართვინის უნივერსიტეტის არომატულ და სამკურნალო მცენარეთა ლაბორატორია და ძირითადი სამეცნიერო-ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი. ისინი გაეცნენ ულტრათანამედროვე ლაბორატორიულ ტექნიკას და მათი მუშაობის პრინციპებს, იმყოფებოდნენ ათილას ეროვნულ პარკში, შავშეთის შავ ტბაზე, გაეცვნენ ართვინის, შავშეთისა და ათილას მცენარეთა ბიომრავალფეროვნებას, მოინახულეს ართვინის ახლადდაფუძნებული ბოტანიკური ბაღი, ტბეთის ეკლესია და სხვა.

ართვინის უნივერსიტეტის პროფესორები სტუდენტებს ესაუბრნენ ართვინის მხარეში არსებულ სხვადასხვა ეკოლოგიურ პრობლემაზე - ნიადაგების დეგრადაციაზე, მეწყრულ მოვლენებსა და წყალდიდობებზე და შესაბამისი სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების შესახებ, დაისახა შემდგომი ერთობლივი თანამშრომლობა აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობით. 
დასასრულს, ასოცირებულმა პროფესორმა გუგული დუმბაძემ ართვინის უნივერსიტეტის პრორექტორს, აიდინ თუფექჩიოღლუს  გადასცა სამადლობელო წერილი სტუდენტების გულთბილი მასპინძლობისათვის და ბსუ-ს სასაჩუქრე  ჩანთები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა