საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ფარმაცევტული კომპანია „იმპექსფარმის“ წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ

სურათი

ბსუ-ში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ფარმაცევტული კომპანია „იმპექსფარმის“ წარმომადგენლები - ადამიანური რესურსების განვითარების მენეჯერი გვანცა კუჭავა და ადამიანური კაპიტალის შერჩევის სპეციალისტი შეხვდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აგრეთვე, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინა ქორიძე და ფარმაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ეთერ ჯაყელი. „იმპექსფარმის“ წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს კომპანიის სტრატეგიული მიზნები, დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამები. შეხვედრაზე დაიგეგმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფარმაცევტულ კომპანია „იმპექსფარმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა