ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მარინა ნაგერვაძემ და მოწვეულმა მასწავლებელმა ლიანა ქოიავამ ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ჩაატარეს ლექცია თემაზე: „ლეგალური და არალეგალური ნარკოტიკები და ნაადრევი ქორწინება“. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ლექციით განსაზღვრულ სხვადასხვა სახალისო აქტივობის განხორციელებაში. ლექცია წარიმართა დისკუსიის რეჟიმში და მომხსენებლებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
უკან |