საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუს+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში HEAL-ის კონსორციუმის წარმომადგენელთა პირველი შეხვედრა გაიმართა

სურათი

„ერაზმუს+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL) ERASMUS-EDU-2023-CBHE-STAND-1-101129331 კონსორციუმის წარმომადგენელთა პირველი შეხვედრა გაიმართა ევროპის უნივერსიტეტში,  23-25 იანვარს. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მზია ბაქრაძე, ასისტენტ-პროფესორები: ფრიდონ ჯაფარიძე და მარიამ გოგოტიშვილი, მოწვეული პედაგოგები: სოფო დავითაძე და თამთა ჩიქობავა. შეხვედრაზე განხილული იყო გრანტის მართვასთან დაკავშირებული საკითხები, პროექტით გათვალისწინებული სამუშაო პაკეტები და შესაბამისი აქტივობები.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე შეიმუშავეს პირველი ექვსი თვის სამუშაო გეგმა და განსაზღვრეს თემატური ჯგუფებიც.

„ერაზმუს+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტი  მიზნად ისახავს საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერების ხელშეწყობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტომატოლოგიის პროგრამების სასწავლო გეგმის განახლების გზით და სტუდენტების იმ ცოდნითა და უნარებით აღჭურვას, რაც აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული უნივერსიტეტები: ევროპის უნივერსიტეტი,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტი, ხოლო უცხოელი პარტნიორებიდან - პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი), სტამბულის აიდინის უნივერსიტეტი (თურქეთი) და სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგარეთი).

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა