საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ტრაბზონის მეთევზეობის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი და საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

სურათი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტმა უმასპინძლა  ტრაბზონის მეთევზეობის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებს. სტუდენტები, ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებლის, რამაზ მიქელაძის ორგანიზებით შეხვდნენ ტრაბზონის მეთევზეობის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, ერჯან ქუჩურს, დირექტორის ტექნიკურ მოადგილეს, აჰმეთ ფარუკ იეშილსუს და  გენეტიკის დეპარტამენტის უფროსს, შირინ ფირიდინის. სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს მეთევზეობის ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტში მიმდინარე აქტივობები, კვლევითი სამუშაოები, აკვაკულტურისა დ მარიკულტურის მიმართულების მიღწევები. ვიზიტის ფარგლებში ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ რუსუდან ხუხუნაიშვილთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ფაკულტეტის სტუდენტთა ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების პერსპექტივები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა